პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში. პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში. პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში.

უკან

სასტუმრო საირმე

 სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე და ადმინისტრაციულად ბაღდათის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, საკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. იგი მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში. კურორტი საირმე უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად, თუმცა ტურისტებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურული დონის მიღწევა საირმეში 2011 წლისთვის მოხერხდა.

 

კურორტის რეაბილიტირება 2011 წელს დაიწყო და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასტუმრო"საირმე", რომელიც 150 ნომრისგან შედგება და 390 დამსვენებელზეა გათვლილი (ეს საირმის მთელი ტურისტული პოტენციალის ნახევარს შეადგენს). აგრეთვე მოხდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზება: ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო, სავაჭრო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.

კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, 'კრაფტის' უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. საკმაოდ დიდი მოცულობის კომპლექსი ნებისმიერი ტიპის გამაჯანსაღებელ პროცედურას შემოგთავაზებთ.

დამსვენებლებს აგრეთვე აქვთ საშუალება ისარგებლონ პოლიკლინიკით, რომელიც სასტუმრო 'საირმის' ტერიტორიაზე მდებარეობს და დამსვენებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. პოლიკლინიკაში შესაძლებელია თერაპიული, კარდიოლოგიური, უროლოგიური მომსახურების მიღება. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით  და ექოსკოპიური კაბინეტით.

 

საირმეში აგრეთვე მოეწყო მინერალური წყაროების კეთილმოწყობილი ბიუვეტები, განახლებული კვების ბლოკი, კაფე-ბარისა და მარკეტის შენობა, კურორტის ბაღი, ბაღდათი-საირმეს 28 კილომეტრიანი ახალი გზა, კურორტის განახლებული შიდა გზები, თანამედროვე საკურორტო მომსახურება და ა.შ

8function n(){if(0<arguments.length)if("function"===typeof e.write)e.write.apply(e.owner||d,arguments);else throw 77;else return u||k(),a.dependencyDetection.registerDependency(n),w} ???????? ?????: ????, ??????, ???????, ?????. ??????, ???????, ?????? ????. ??????? ????????????? ??????.