პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში. პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში. პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში.

უკან

პანსიონატი კეჩხობი

კეჩხობი

„პანსიონატი კეჩხობი“ მდებარეობს დაბა წაღვერთან, ბორჯომის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1020 – 1050 მ. კლიმატი – საშუალო მთის;

კურორტ კეჩხობის ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი ტყით (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი და სხვა), რომელიც ხელს უწყობს ისეთი მიკროკლიმატის წარმოქმნას, რაც დადებითად მოქმედებს სასუნთქი ორგანოების დაავადებებზე. კურორტის ტერიტორიაზე ასევე არსებობს თვითმდენი ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული, მაგნიუმ – ნატრიუმ– კალციუმიანი სამკურნალო მინერალური წყაროები.

კურორტ ,,კეჩხობის“ ტერიტორიაზე განთავსებულია 2 სამსართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 330 ადგილზე( 2, 3, 4 ადგილიანი ოთახები).

თითოეულ ოთახს აქვს საკუთარი აივანი საიდანაც იშლება ბორჯომის ხეობის ულამაზესი ხედი.

სეზონი: 20 მაისიდან სექტემბრის ბოლომდე; ზამთრის პერიოდში მუშაობს მხოლოდ ჯგუფურ დაკვეთებზე

ღირებულება:        25 ლარიდან 50 ლარამდე (ოთახების კომფორტის მიხედვით)

                                    ბავშვებზე შეღავათები ასაკის მიხედვით

                                    ჯგუფურ დაკვეთებზე ფასდაკლებები

მომსახურება:      კვება – 3 ჯერადი;

ცივი/ცხელი წყალი;

საშხაპე;

სათამაშო მოედანი;

კალათბურთის და ფრენბურთის მოედანი;

კინოთეატრი;

ბიბლიოთეკა;

ავტოსადგომი;

კურორტის ტერიტორიაზე არის კაფე, საცხობი და მაღაზია

პანსიონატის ადმინისტრაცია დამსვენებლებს სთავაზობს კულტურული, ისტორიული, საფეხმავლო ექსკურსიების, ასევე  ლაშქრობისა და პიკნიკის ორგანიზებას ბორჯომის  რაიონში; 

8function n(){if(0<arguments.length)if("function"===typeof e.write)e.write.apply(e.owner||d,arguments);else throw 77;else return u||k(),a.dependencyDetection.registerDependency(n),w} ???????? ?????: ????, ??????, ???????, ?????. ??????, ???????, ?????? ????. ??????? ????????????? ??????.