პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში. პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში. პროფკურორტი, მოგზაურობა საქართველოში.

უკან

ჯომარდობა

ჯომარდობა საქართველოში
ზოგადი ინფორმაცია:
ჯომარდი დაშვება გასაბერი ნავით მთის მდინარეებზე. ეს არის მხიარული თავგადასავლი და ამავდროულად გარკვეული გამოცდაც. ნაკადები, ჩქერები, მორევები, წინააღმდეგობები ლოდების თუ მორების სახით! ამავდროულად გამოცდილი ინსტრუქტორი, რომელიც მზად არის გაჭირვების ჟამს მიიღოს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ეს არის რაფტინგი ანუ ჯომარდობა.
დროთა განმავლობაში ნავების კონსტრუქცია და მასალა საკმაოდ შეიცვალა. ამჟამად ნავები კეთდება თანამედროვე სინთეთიკური მასალებისგან და მასში შეიძლება მოთავსდეს 4-დან 20 კაცამდე. ყველაზე პოპულარული არის 6-8 კაციანი ნავები.
რა თქმა უნდა ნავებით დაშვება მთის მდინარეებზე ექსტრემალური გართობის სახეობაა და მცდარია ის წარმოდგენა, რომ დაშვება შეიძლება დამწყებებთათვის ინსტრუქტორის გარეშე. თუმცა გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღების შემთხვევაში და პროფესსიონალ გიდთან ერთად ეს საქმიანობა საკმაოდ სასიამოვნო და უსაფრთხო ხდება. ჯომარდობის მსურველს არ სჭირდება სპეციალური მომზადება. ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე ბავშვებს 7 წლიდან, მხოლოდ მშობლების ან ახლო ნათესავების თანხლებით და მათი პასუხიხისმგებლობის ქვეშ.
ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გამო, ჯომარდობა ძალიან პოპულარული გახდა არაპროფესიონალებს შორის და უკვე ბევრი ტურისტული სააგენტო უკვე სთავაზობს საჯომარდო ტურებს თავის კლიენტებს.
ჯომარდობა, უპირველეს ყოვლისა არის გუნდური სპორტის სახეობა, როდესაც გუნდის ყოველი წევრი ასრულებს გარკვეულ ფუნქციას, ამასთან მთლიანი ეკიპაჟი ასრულებს ინსტრუქტორის მითითებებს. ჯომარდობისას ტრადიციულად გამოიყენება მოსმის რამდენიმე მეთოდი. ჩვენთან გამოიყენება ე.წ. “კანოეს” მეთოდი, როდესაც ეკიპაჟის წევრები განლაგებული არიან თანაბრად მარცხნივ და მარჯვნივ ნავის გარეთა ბორტებზე, ხოლო ფეხები გაყრილი აქვთ ნავის ძირზე დამაგრებულ სამაგრებში. ინსტრუქტორი ზის ნავის უკანა ნაწილში, აძლევს ბრძანებებს და მართავს ნავს. ეკიპაჟის წევრები სინქრონული მოსმით ხელს უწყობენ ინსტრუქტორს, რათა მან ნავი წაიყვანოს საჭირო მიმართულებით.
ჯომარდობა, როგორც წესი ხდება მთის მდინარეებზე, რომელზეც გვხვდება სხვადახვა სახის წინააღმდეგობები და სწორედ ამ წინააღმდეგობების გადალახვა არის ის, რაც იზიდავს ტურისტებს ჯომარდობის ტურებზე. თუმცა ამ პირობებში აუცილებელია გარკვეული აღჭურვილობის გამოყენება რათა შემცირდეს რისკის ფაქტორი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. ესენია სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი. ასევე სასურველია ჰიდროკოსტუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის გამოყენება.

პროფკურორტი გთავაზობთ საჯომარდო ტურებს საქართველოში

ფშავის არაგვი - ჩარგალი
მარშრუტი: თბილისი - ნავებით დაშვება სოფელ მაღაროსკარიდან 4 კმ-ით ზევით, კოპალას სალოცავი - სოფელი თვალივი. მარშრუტის სიგრძე და ხანგრძლივობა: 15 კმ., 1 სთ. და 30 წუთი - მცირე დასვენების შემდეგ - ჩარგალში სადილი (ხინკალი) - ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი - თბილისი
სირთულის კატეგორია: 2-3;
მონაწილეთა მინიმალური ასაკი: 10 წელი;
საჯომარდო სეზონი - 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე.
ტურის ღირებულება: 75 ლარი

მთიულეთის არაგვი
მარშრუტი:თბილისი- ნავებით დაშვება გუდამაყრის ხეობის დასაწყისიდან - ნავებით სოფელ მენესოში ჩასვლა. მარშრუტის სიგრძე და ხანგრძლივობა: 13 კმ., 1 სთ. და 20 წთ - ფასანაურში კვება (ხინკალი) - ანანური - თბილისი სირთულის კატეგორია: 2-3;
მონაწილეთა მინიმალური ასაკი: 10 წელი
საჯომარდო სეზონი - 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე.
ტურის ღირებულება: 75 ლარი
თითოეული საჯომარდო ტურის წინ მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინსტრუქტაჟი (20-30 წთ.). დაშვება მოხდება 8-10-ადგილიანი სტანდარტული საჯომარდო ნავებით. თითოეულ ნავზე მოთავსდება 6, 7 ან 8 მონაწილე და თითო კვალიფიციური ინსტრუქტორი.

ტურის ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა
- გიდი
- ინსტრუქტაჟი
- ინსტრუქტორი
- საჯომარდო აღჭურვილობა (ნიჩბები, ჩაფხუტი, სამაშველო ჟილეტი, ჰიდროკოსტუმი)
- კვება, გამაგრილებელი სასმელები.

ტურის ღირებულებაში არ შედის:
- დაზღვევა (3დღიანი დაზღვევა 9ლარი)
- ალკოჰოლური სასმელები

8function n(){if(0<arguments.length)if("function"===typeof e.write)e.write.apply(e.owner||d,arguments);else throw 77;else return u||k(),a.dependencyDetection.registerDependency(n),w} ???????? ?????: ????, ??????, ???????, ?????. ??????, ???????, ?????? ????. ??????? ????????????? ??????.